Czas: 1:48:39

Odsłony: 1 156

3 0

Dodany: 2015-05-26 13:53:02

Autor: სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა (SENAKI MUNICIPALITY GOVERNANCE)

Kategoria: Muzyka

yt:crop=16:9

,,სენაკის ფესტივალი 2015’’ საზეიმო გალა-კონცერტით დაიხურა


Pobierz ,,სენაკის ფესტივალი 2015’’ საზეიმო გალა-კონცერტით დაიხურა w jakości 320 kbps !!! - bez logowania - za darmo


2015/05/25
25 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით მიმდინარე ,,სენაკის ფესტივალი 2015’’ საზეიმო გალა-კონცერტით დაიხურა. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ფესტივალი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მან თავი მოუყარა მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებს. ფესტივალმა, რომლის ორგანიზატორი და ჟიურის თავმჯდომარეა მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი ვალერიან შიუკაშვილი, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით გამოავლინა უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსები, რომლებიც გახდნენ ფესტივალის დიპლომანტები. გალა-კონცერტი გაიხსნა ვალერიან შიუკაშვილის გამოსვლით. უკრავდა დიდი მაესტრო, არ ცხრებოდა დარბაზის ოვაციები. კონცერტში მონაწილეობა აგრეთვე მიიღეს ხელოვნების აკადემიის დასავლეთ საქართველოს III რეგიონალური მუსიკალური ფესტივალის კონკურში გამარჯვერბულმა ნორჩმა მუსიკოსებმა. სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები და ანსამბლები დასავლეთ საქართველოს მასშტაბით დაჯილდოვდნენ საპატიო დიპლომებით. სიტყვით გამოვიდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე და საზოგადოების წარმომადგენლები. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ვალერიან შიუკაშვილის გამოსვლა საზოგადოების წინაშე. ,,სენაკის ფესტივალი 2015’’ ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის სენაკის სამუსიკო სკოლასთან არსებული ანსამბლის მიერ შესრულებულმა სიმღერამ დაასრულა. ,,მუსიკა - არსი’’ - გუგუნებდნენ მომღერლები.
http://www.youtube.com/user/senakisgamgeoba/videos
http://www.youtube.com/playlist?list=PLKBT_nrmuE6wwrmuv-SMzMsYzlHBKoZzu
http://plus.google.com/u/0/110380087522032202227/
http://www.facebook.com/senakis.gamgeoba
http://www.senaki.ge/

Facebook